გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ორლანდოს შეიძლება ბითაძის გაშვება მოუწიოს – მიზეზი ცნობილია

გააზიარეთ

ტრადიციულად, სეზონის დასრულების შემდგომ NBA-ს გუნდები ცვლილებებისთვის ემზადებიან ხოლმე. ორლანდო მეჯიქის ხელმძღვანელობამ ამ ფანჯარაზე საკმაოდ ბევრი იმუშავა – მათ გაცვლით დესმონდ ბეინი მოიყვანეს, ამასთან ერთად, გუნდის ლიდერ პაოლო ბანკეროს ახალი და მსუყე კონტრაქტი გაუფორმეს.

მოგეხსენებათ, ლიგის წესების მიხედვით, თითოეულ გუნდს განსაზღვრული სახელფასო ჭერი აქვს. მეჯიქის მიერ გაკეთებული სვლების შემდგომ კი მომდევნო სეზონში შეიძლება ორლანდოს ამ მხრივ პრობლემები შეექმნას და თადარიგის დაჭერა გახდეს საჭირო.

ამერიკული გამოცემა Bleacher Report იტყობინება, რომ სწორედ ამიტომ, გოგა ბითაძის მომავალი ორლანდოში ბუნდოვანია. შეიძლება, მეჯიქს სახელფასო ინტერესების გამო მისი გაცვლა მოუწიოს, თუმცა, ჯერჯერობით, სად და ვის სანაცვლოდ, უცნობია.

ბითაძე კონტრაქტის მიხედვით შემდგომ სეზონში რვა მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. გასულ სეზონში ის როტაციის კალათბურთელი იყო და ტრავმიანობის პერიოდში ძირითადი ცენტრიც გახლდათ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი