გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შანსი შენარჩუნებულია

გააზიარეთ

კალათბურთის გულშემატკივრებს ეცოდინებათ, რომ მოახლოებულ ევრობასკეტამდე, რომელიც სტარტს 28 აგვისტოს აიღებს და საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიმასოლში პირველ მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდება, იგივე რანგის ტურნირები, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და დივიზიონებში იმართება.

ერთ-ერთი ასეთი კი რუმინეთში მიმდინარეობს, სადაც 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებები B დივიზიონში საუკეთესოებს არკვევენ. ტურნირში 22 ნაკრები მონაწილეობს და ოთხ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ცხადია, სხვებთან ერთადაა საქართველოს 18 წლამდე გუნდიც.

სამწუხაროდ, ნიკა ცინცაძის გაწრთვნილმა გუნდმა პირველი ორი მატჩი დაძაბულ ბრძოლებში შესაბამისად დანიასთან და პორტუგალიასთან დათმო და ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად მესამე დაპირისპირება უსათუოდ უნდა მოეგო.

ასეც მოხდა და ჩვენმა ახალგაზრდა კალათბურთელებმა აზერბაიჯანის ნაკრებს საკმაოდ დამაჯერებლად 82:66 აჯობეს. 39 ქულით კი საუკეთესო მათე ყავლაშვილი გახლდათ.

პლეიოფში ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და საამისოდ ქართველ კალათბურთელებს 29 ივლისს უკრაინის დამარცხება უცილობლად მართებთ.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი