გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველოს ესპანეთთან ტაიმი არ ეყო

გააზიარეთ

თბილისში დაიწყო 16 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი და პირველი ტურის მატჩებიც შედგა.

ნიკა ბურჯანაძის შედირდებმა პირველი მატჩი ესპანეთთან და ფავორიტად მიჩნეულ მეტოქესთან თამამად ითამაშეს, მაგრამ მხოლოდ ტაიმი გაძლეს.

პირველი მეოთხედი ესპანელებმა 23:15 მოიგეს, მაგრამ მეორე მეოთხედი უკეთ ჩავატარეთ და ტაიმი მხოლოდ ქულით წავაგეთ – 37:38.

შესვენების შემდეგ ესპანეთი მძლავრად ამოქმედდა, სროლებიც წაუვიდათ დადასკვნითი მეოთხედის წინ სოლიდურად ლიდერობდნენ – 69:51.

დასკვნითი პერიოდი უკვე ფორმალობა იყო – საბოლოოდ, ესპანელებმა 98:73 მოიგეს.

საქართველოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო დავით ტრაპაიაძე, თუმცა, ეფექტურობით, საბა პატაშური გამოირჩა – 18 ქულა, 7 ჩაჭრა, 5 პასი, 2 დაფარება; ლუკა ფოჩხუას ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა.

ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი (სერბეთი-გერმანია) მოგვიანებითი გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი