გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მორიგი დახურული მარცხი

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მოახლოებული ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპს ლატვიაში რომ გადის არახალი ამბავია.

ცხადია, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მზადების ფარგლებში ამხანაგურ მატჩებსაც მართავს. 4 აგვისტოს ჩვენი კალათბურთელები ისრაელს დაუპირისპირდნენ და 10 ქულის სხვაობით 66:76 წააგეს, დღეს კი მორიგი დახურული მატჩი ესტონეთის წინააღმდეგ გამართეს და კვლავ დამარცხდნენ – 70:75.

ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი 18 ქულით კაპიტანი თორნიკე შენგელია გახლდათ, ბექა ბურჯანაძემ და გიორგი ხოშტარიამ 11-11 ქულა მიითვალეს, ხოლო ვეტერანმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა 10 ქულა მოაგროვა.

10 აგვისტოს, ქართველი კალათბურთელები კაუნასში ლიეტუვას გაეჯიბრებიან. ეს მატჩი უკვე ღია იქნება და გულშემატკივრებსაც საშუალება ექნებათ ამ მართლაც საინტერესო ჯახს უშალოდ ტრიბუნებიდან და ტელეეკრანებიდან მიადევნონ თვალყური.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი