გამოგვიწერეთ

ინტერვიუ

ბოლდუინისთვის ლიეტუვა ნაცნობია

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიაში შეკრება დაასრულა და გეზი ლიეტუვისკენ აიღო. იურმალაში ჩვენებმა ორი დახურული საკონტროლო მატჩი ითამაშეს და ორივე წააგეს: ისრაელთან (66:76) და ესტონეთთან (70:75).

მორიგი თამაში 10 აგვისტოს გვაქვს და კაუნო არენაზე ქართველი ლიეტუველებს გაეჯიბრებიანწინა მატჩებისგან განსხვავებით, ეს უკვე ღია იქნება და, სავარაუდოდ, ყურების საშუალებაც მოგვეცემა.

ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე კამარ ბოლდუინის კომენტარი გამოქვეყნდა. ლიეტუველებმა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი თორნიკე შენგელიასთან, გოგა ბითაძესთან და სანდრო მამუკელაშვილთან ერთად გამოარჩიეს.

მომავალმა მასპინძლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ბოლდუინს კაუნასში თამაშის გამოცდილება გააჩნია, რადგან გასულ სეზონში იქაურ ჟალგირისს ბასკონიას მაისურით დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, ბოლდუინი ახლახანს მიუნხენის ბაიერნში გადავიდა.

კამარ ბოლდუინი:

_ ვიცი კაუნასის დარბაზში რა ხდება. ლიეტუველი ქომაგები ძალიან ხმაურიანები არიან. აქ თამაში ძალიან რთული იქნება და ჩვენი ნაკრებისთვის ფასეული გამოცდილებაც იქნება. მომავალ მატჩს მოუთმენლად ველით. ლიეტუვის ნაკრებთან თამაში დიდი გამოწვევაა, რადგანაც მეტოქეს ვასრკსვლავური შემადგენლობა ჰყავს – ევროლიგის კალათბურთელებს NBA-დან იონას ვალანჩუნასი ემატება…

ბევრს ვშრომობთ, რათა თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. ლიეტუველებთან გამოჩნდება რა დონეზე ვიმყოფებით…

ვფიქრობ, ევრობასკეტზე საკმაოდ ძლიერი ჯგუფი შეგვხვდა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ყველა მეტოქე ძლიერია და იოლი გასეირნება არ გვექნება. მზადება კარგად მიმდინარეობს, უკეთეს ფორმაში შევდივართ. ევრობასკეტზე მძიმე გრაფიკი გვექნება, ამიტომ შესაბამისად უნდა მოვემზადოთ, რომ პრობლემები არ შეგვექმნას. დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ინტერვიუ