გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველოს ვარჯიში და ყენიას სტუმრობა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები ალიკანტეში ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდმა მეორედ ივარჯიშა და ვილი სანიოლის კრებული სრული შემადგენლობით იყო.

ნაკრებს ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ლევან ყენია ესტუმრა, რომელიც ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს. ყენიამ ნაკრებისგან სამახსოვროდ საქართველოს ნაკრების 29-ნომრიანი მაისურა მიიღო. შეგახსენებთ, ყენიამ საქართველოს ნაკრებში (2007-16) 29 მატჩი ითამაშა და ოთხი გოლი გაიტანა. საერთოდ, ერთ-ერთ ყველაზე პრესპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა.

გადავიდეთ მატჩზე: 11 ოქტომბერს ელჩეს „ესტადიო მანუელ მარტინეს ვალეროზე“ საქართველო 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთს ეთამაშება.

გეტყვით იმასაც, რომ გუნდი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის E ევროპულ შესარჩევ ჯგუფშია და ორი თამაშიდან სამი ქულით მეორე ადგილზეა. ესპანელებმა საწყისი ტურები მოიგეს და ჯგუფს ლიდერობენ. პირინეიდან საქართველოს ნაკრები თურქეთში გადაინაცვლებს – ეს მატჩი 14 ოქტომბერს, იზმითში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკ, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი);

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები