გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

საქართველოს თასზე 1/16 ფინალური მატჩები შედგება

გააზიარეთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე 25 და 26 ივლისს, 1/16 ფინალური მატჩები გაიმართება.

ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძის” სტადიონზე ერთმანეთს ისტორიული გუნდები საქართველოს თასის პირველი მფლობელი გურია და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის დინამო შეხვდებიან.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა 31 მატჩს ითვლის. დინამოს 24 შეხვედრა აქვს მოგებული, გურიამ კი, დედაქალაქელებს ორჯერ სძლია, ხოლო ხუთი მატჩი ფრედ დასრულდა.

საქართველოს თასზე გურია და დინამო მხოლოდ ერთხელ 2018 წელს შეხვდნენ – დინამომ მეტოქე 5:0 გაანადგურა.

ამჟამად, ლანჩხუთის გურია ლიგა 3-ში იმყოფება. გუნდს ამბიციური მიზნები აქვს და მეორე ლიგაში გადმოსვლას ცდილობს.
გურულებს პირველი წრის შემდეგ 33 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან.

ესეც 1/16 ფინალური წყვილები:
25 ივლისი
გონიო (ბათუმი) VS მეშახტე (ტყიბული);
დინამო 2 (თბილისი) VS სპაერი (თბილისი);
იბერია 2010 (თბილისი) VS დილა (გორი);
კოლხეთი (ფოთი) VS დუშეთი;
ბასა (თბილისი) VS გარეჯი (საგარეჯო);
ორბი (თბილისი) VS დინამო (ბათუმი);
გორი VS სიონი (ბოლნისი);

26 ივლისი
გურია (ლანჩხუთი) VS დინამო (თბილისი);
ვიტ ჯორჯია (თბილისი) VS სამგურალი (წყალტუბო);
მერანი (მარტვილი) VS ოდიში 1919 (ზუგდიდი);
იბერია 1999 2 (თბილისი) VS თელავი;
სამტრედია VS შტურმი (სართიჭალა);
ივერია (ხაშური) VS ტორპედო (ქუთაისი);
თბილისი 2025 VS რუსთავი.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი