გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა

გააზიარეთ

26 და 29 მარტს საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ჯერ ისრაელს დაუხვდება, ხოლო შემდეგ ლიეტუვას ესტუმრება.

ჩვენმა გუნდმა ამ მატჩებისთვის მზადება დაიწყო და პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს 24 მარტიდან შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი), ლაშა დვალი (ცსკა 1948), ლუკა გადრანი (ბეითარი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი), ირაკლი აზაროვი (შახტარი);

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე შტურმი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), გიორგი წიტაიშვილი (მეცი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი).

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები