გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი: შეტევისა და დაცვის ბალანსი უნდა ვიპოვოთ

გააზიარეთ

26 და 29 მარტს საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ჯერ ისრაელს დაუხვდება, ხოლო შემდეგ ლიეტუვას ესტუმრება.

მოახლოვებული მატჩების წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ვილი სანიოლი:

„გურამ კაშია ქართული ფეხბურთის ლეგენდად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. მასთან ყველაფერზე შემეძლო საუბარი, ფეხბურთზე თუ სხვა თემებზე. ჩემი და კოლეგების სახელით ვიტყვი, რომ კაშიასთან მუშაობა  უდიდესი პატივი იყო…

ჩვენთვის მთავარია, ბალანსი ვიპოვოთ შეტევასა და დაცვას შორის, რის გამოც ბოლო ციკლში კარგი შედეგები არ გვქონდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მარტში დაგეგმილი ორი ამხანაგური თამაში. ბიჭებს დაველაპარაკები და ვეტყვი, როგორ უნდა მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის…

ბოლო მატჩები დამაჯერებელი არ გვქონდა. ბურთის კონტროლი უკეთ უნდა შეგვეძლოს. გამოსავალს ვეძებთ. როგორც მწვრთნელი, მუდმივად ვფიქრობ, როგორ გამოვასწოროთ თამაში. ყველა აღიარებს, რომ ბოლო შეხვედრები ისეთი არ გამოვიდა, როგორიც გვსურდა,..

ქოჩორაშვილის მდგომარეობას ვაკვირდებით, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მუხლის ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მოედანს უბრუნდება და, იმედია, ნაკრებს ივნისში შემოუერთდება…

ჯერ ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაა. მისი აზრის გაგების შემდეგ  ფეხბურთელებს დაველაპარაკებით და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ“.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები