
27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით ევროპის ოთხი ქალაქი (ლიმასოლი, კატოვიცე, ტამპერე, რიგა) კონტინენტის ჩემპიონატის ჯგუფურ მატჩებს უმასპინძლებს, ხოლო ფინალური ეტაპი ლატვიის დედაქალაქში გაიმართება.
ფიბას ოფიციალური ვებ-გვერდი გამოქყვენდა C ჯგუფის შეფასება, სადაც კვიპროსის, საქართველოს, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბოსნიის ეროვნული გუნდებია თავმოყრილი.
შეგახსენებთ, ფლეი ოფში ოთხი ნაკრები გავა.
ბოსნია-ჰერცეგოვინა
2022 წლის ევრობასკეტზე ბოსნია ერთადერთი იყო, რომელმაც ჯგუფის გამარჯვებული სლოვენიის დამარცხება მოახერხა, მაგრამ ბალკანელებმა ჯგუფიდან გასვლა მაინც ვერ მოახერხეს და გადამწყვეტ მატჩში ლიეტუვასთან წააგეს.
ჯანან მუსა ამ ნაკრების აშკარა ლიდერია, ვისთან ერთადაც ბოსნია შეეცდება 1993 წლის შემდეგ ფლეი ოფის საგზური მოიპოვოს.
კვიპროსი
კვიპროსს გაუმართლა რომ მაასპინძელია, რადგან სხვაგვარად აქამდე შანსი არ მისცემია.
კუნძულელებს საერთაშორისო ასპარეზზე გამართული ბოლო 18 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული და, უფრო, ევროპის მცირე ქვეყნების ჩემპიონატებში ყოჩაღობენ.
საქართველო
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა, გასულ ტურნირზე სულაც ერთ-ერთი მასპინძელი იყო და საკუთარი ქომაგების თვალწინ მხოლოდ ერთი მატჩის მოგება მოახერხა.
საქართველოს ნაკრებს ფლეი ოფში ორჯერ გასულა – 2011 და 2015 წლებში. მომავალ ტურნირზე გუნდის მთავარი დასაყრდენი ვარსკვლავური დუეტი იქნება თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის სახით.
საბერძნეთი
ელადელებს ბოლო ოქროს მედალ 2005 წელს აქვს მოპოვებული, ხოლო 2009 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში არ მოუგიათ.
ევროპირველობაზე ვასილის სპანულისი საბერძნეთის ნაკრებს პირველად წარუძღვება, გუნდის უდავო ლიდერი კი იანის ანტეტოკუნმპო იქნება.
იტალია
გასულ ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, მაგრამ ზედიზედ მეოთხედ ამ სტადიის დაძლევა ვერ მოახერხა. ბოლოს იტალიის ნაკრები კვარცხლბეკზე 2003 წელს იყო.
ახლანდელი გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავია. იტალიელ ქომაგს დიდი იმედი აქვთ, რომ მათი ნაკრები მედლებს ამჯერად მაინც მიუახლოვდება.
ესპანეთი
გასულ ევროპირველობაზე სერჯო სკარიოლომ სასწაული მოახდინა და გამოუცდელი კალათბურთელებით გუნდი მორიგ ჩემპიონობამდე მიიყვანა. ესპანელებმა ევრობასკეტი უკანასკნელ 13 წელში მეოთხედ მოიგეს, ხოლო შვიდი ევრობასკეტია კვარცხლბეკზე მუდმივად ადიან. ბოლო შემთხვევა, როდესაც გუნდი ტურნირის მეოთხედფინალში ვერ მოხვდა, 1977 წლით თარიღდება. სკარიოლის მორიგ ტიტულს კიდევ უფრო გაახალგაზრდავებული შემადგენლობით შეუტევს, რომლის სათავეშიც სანტი ალდამა დგას. საინტერესოა, იტალიელ სპეციალისტს ამჯერად რა სიურპრიზები აქვს შემონახული?.
FIBA-ს ვებ-გვერდზე გამოკითხვაც. უნდა ითქვას, რომ შედეგების მიეხდვით საქართველოს ნაკრები გამსვლელ ოთხეულში არ ფიგურირებს…
აქვე გამოკითხვის ლინკიც…
https://www.fiba.basketball/en/events/fiba-eurobasket-2025/news/group-c-who-is-playing-fiba-eurobasket-2025-in-limassol
იხილე მეტი
-
რაგბი
/ 17 საათის agoშავმა ლომმა ჩელენჯ თასი მარცხით დაიწყო
გააზიარეთშავი ლომი (საქართველო) – ოსფრიზი (უელსი) 14:39 ჩელენჯ თასის პირველ მატჩში უელსურმა ოსფრიზმა შავ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 3 დღის agoშავი ლომი ჩელენჯ თასისთვის დაირაზმა
გააზიარეთშავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა, ჩელენჯ თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჩვენი გუნდი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ტანვარჯიში
/ 3 დღის agoგობაძე და სხილაძე მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ
გააზიარეთქართველმა სპორტულმა ტანმოვარჯიშემ, ანი გობაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ტანვარჯიშის ფედერაციამ დაადასტურა,...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი