გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ცნობილია, როდის შეუერთდება მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტისთვის

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები უკვე იურმალაში ემზადება ევრობასკეტი 2025-ისთვის, თუმცა გუნდს ჯერ კიდევ არ ჰყავს სანდრო მამუკელაშვილი. ტორონტოს ახალწვეული NBA-ს ზაფხულის კემპში მონაწილეობს და შეკრებას ცოტა მოგვიანებით შეუერთდება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მამუკელაშვილი ეროვნულ ნაკრებს 8 აგვისტოს შეუერთდება, როცა გუნდი უკვე ლიეტუვაში იქნება. კაუნასში ნაკრები ამ დღესვე ჩავა და იქვე 10 აგვისტოს უმასპინძლებს ლიტვის ნაკრებს, მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა სანდრო მონაწილეობას ამ შეხვედრაში, ეს ჯიკიჩის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის დაწყებამდე ექვს ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს, საიდანაც ნახევარი დახურული იქნება. პირველი სპარინგი ისრაელთან 4 აგვისტოს შედგება, მეორე ესტონეთთან 7-ში, ორივე იურმალაში.

ლატვიის შემდეგ ნაკრები ჯერ ლიეტუვაში ითამაშებს, შემდეგ პოლონეთში, ხოლო 15 აგვისტოს პრაღაში გადაინაცვლებს. საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა ევრობასკეტისთვის სწორედ ერთთვიანი შეკრების დასრულების შემდეგ განისაზღვრება.

ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საქართველო С ჯგუფში ითამაშებს კვიპროსში, სადაც მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინა, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და მასპინძელი კვიპროსი ეყოლება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი