გამოგვიწერეთ

ხელბურთი

საქართველო დასკვნით შეკრებას სლოვენიაში გაივლის

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და დასკვნით შეკრებას სლოვენიაში გაივლის.

ტიტე კალანდაძემ დაასახელა ის 16 ხელბურთელი, რომელიც ევროპირველობისთვის მოემზადება. ვარჯიშების გარდა საქართველოს ნაკრები ორ ამხნაგურ მატჩსაც ითამაშებს ქუვეითისა და ალჟირის ნაკრებებთან.

ნაკრებს ტრავმის გამო გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე დააკლდება. ნაკრებში არის რამდენიმე ახალი სახეც. მთავარი მწვრთნელის გადადწყვეტილებით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი, ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, გიორგი დიხამინჯია, ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე.

ევროპის ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე პერიოდში დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება. 24 ნაკრები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული, ორ-ორი საუკეთესო კი მომდევნო რაუნდში გავა, სადაც ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, მესამეადგილოსნები კი მეხუთე ადგილისთვის ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში შვედეთთან, ხორვატიასთან და ნიდერლანდებთან ერთად მოხვდა.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

17 იანვარი: ხორვატია-საქართველო (21:00);

19 იანვარი: საქართველო-შვედეთი (20:30);

21 იანვარი: ნიდერლანდები-საქართველო (21:00).

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ხელბურთი