გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ხელბურთელთა ნაკრებმა ქუვეითი დამაჯერებლად დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სლოვენიაში ემზადება, სადაც პირველ ამხანაგური მატჩი გამართა და ქუვეითს 28:24 მოუგო.

ტიტე კალანდაძის გუნდიდან ყველაზე შედეგიანი იყო ისლანდიური აკიურეირის ქართველი ლიდერი გიორგი დიხამინჯია, რომელმაც მეტოქეს რვა ბურთი გაუტანა; ჩვენი გუნდიდან მეორე შედეგი ჰქონდა ზაგრების ქართველ ინსაიდს გიორგი ცხოვრებაძეს (6); კარგი თამაში ჰქონდა ტრავმის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებულ ნიკოლოზ კალანდაძეს (5).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა:

ნიკოლოზ კალანდაძე (5), მირიან გავაშელიშვილი (3), გიორგი ცხოვრებაძე (6), გიორგი დიხამინჯია (8), გიორგი ლაპიაშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი (1), გიორგი არეშიძე (1), ერეკლე არსენაშვილი (3), ხაზეინ რუსტამოვი.

საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს ალჟირთან ითამაშებს და ევროპირველობაზე გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო E ჯგუფში შვედეთთან, ხორვატიასთან და ნიდერლანდებთან ერთად მოხვდა. ტიტე კალანდაძის შეგირდები ამ გუნდებთან 17, 19 და 21 იანვარს ითამაშებენ.

გეტყვით იმასაც, რომ ფინალურ ეტაპზე 24 ნაკრები ექვს ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მომდევნო ეტაპზე გაგავა; იქ კი, უკვე ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება და პირველ-მეორე ადგილოსნები ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, მესამეადგილოსნები კი მეხუთე ადგილისთვის ითამაშებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ხელბურთი