გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო ევრობასკეტისთვის ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-სთვის ლატვიის ქალაქ იურმალაში ემზადება.

როგორც უკვე იცით, სერბი სპეციალისტის, ალეკსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში 16 კალათბურთელია, რომელთაგან ევროპის ჩემპიონატისთვის 12 შეირჩევა. თუმცა, გუნდი ჯერ სრულად არ შეკრებილა, მაგრამ ლატვიაში უკვე ჩავიდა გოგა ბითაძე, მაგრამ NBA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე, ჯერ სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარების უფლება არ აქვს. ამავე მიზეზის გამო 8 აგვისტოს გუნდს უკვე ლიეტუვაში შეუერთდება სანდრო მამუკელაშვილი.

4 აგვისტოს გუნდს ისრაელის ნაკრებთან პირველი მოსამზადებელი მატჩი აქვს დაგეგმილი. სულ, ქართველი კალათბურთელები მოახლოებული ტურნირის წინ ექვს საკონტროლო თამაშს ჩაატარებენ, რომელთაგან სამი დახურული იქნება, ხოლო სამიც – ღია.

8 აგვისტოს ნაკრები ლიეტუვაში გადავა და ვარჯიშებს იქ გააგრძელებს; გუნდი 11 აგვისტოს პოლონეთში გადაინაცვლებს, საიდანაც პრაღაში გაემგზავრება და ცხრადღიან შეკრებას გაივლის; საქართველოს ნაკრები 25 აგვისტოს კვიპროსზე ჩავა და სრულად ევროპის ჩემპიონატზე გადაერთვება. სწორედ პრაღაში შეირჩევა ის 12 კალათბურთელი კი, რომელიც ევრობასკეტზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, ჯიკიჩის მიერ გამოძახებული კალათბურთელების სია ასე გამოიყურება:

რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, სანდრო სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე.

ევრობასკეტი კი 27 აგვისტოდან ოთხ ქვეყანაში (კვიპროსი, ლატვია, ფინეთი, პოლონეთი) დაიწყება, ხოლო ფლეი ოფიდან მასპინძელი მხოლოდ ლატვია იქნება და 14 სექტემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მასპინძელი კვიპროსის გარდა, მეტოქეებად ბოსნია-ჰერცეგოვინა, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი ჰყავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი