გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გიორგი შერმადინი – მოლოდინი დიდია და ვეცდებით გაგახაროთ

გააზიარეთ

ევრობასკეტი 2025 კარს მოგვადგა. რამდენიმე კვირაც და ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსში 24 ქვეყნის ნაკრებები შეიკრიბებიან და საუკეთესოს გაარკვევენ.

საქართველოს ნაკრები მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს ლატვიის ქალაქ იურმალაში გადის. ალექსანდრე ჯიკიჩის განკარგულებაში მიკროტრამვების გამო ოთხი კალათბურთელით ნაკლებია, თუმცა იმედია ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოჯანმრთელდებიან და გუნდიც კვიპროსში, სადაც ჩვენი ჯგუფის მატჩები გაიმართება დანაკლისის გარეშე ჩავა.

საქართველოს ნაკრების გამოცდილი ცენტრი გიორგი შერმადინი იმედიანადაა და გულშემატკივრებს ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

„ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ვიასპარეზებთ. ვიცით, რომ მოლოდინი დიდია და ვეცდებით ქომაგები გავახაროთ.

უკვე რამდენიმე დღეა იურმალაში ვიმყოფებით და საკმაოდ ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ. ევრობასკეტზე იოლი მატჩები არ არსებობს და ყველა დაპირისპირებაში ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს.

როგორც ყოველთვის ნაკრებში მეგობრული და ხალისიანი განწყობაა. თითოეულ კალათბურთელს გათავისებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც გულშემატკივრების და ქვეყნის წინაშე გაგვაჩნია“ – ამბობს ესპანური ტენერიფეს ქართველი ცენტრი.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველ ამხანაგურ მატჩს ალექსანდრე ჯიკიჩის შეგირდები 4 აგვისტოს ისრაელის წინააღმდეგ გამართავენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი