გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დუდა სანაძე – ევრობასკეტს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით

გააზიარეთ

რამდენიმე კვირაც და საქართველოს ეროვნული გუნდი კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ევრობასკეტის ფერხულში ჩაებმება. პირველი მეტოქეც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ესპანეთია, რომელსაც ჩვენი კალათბურთელები 28 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.

ალექსანდრე ჯიკიჩს ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის შერჩეული კალათბურთელები ლატვიის ქალაქ იურმალაში ჰყავს წაყვანილი და მოსამზადებელ შეკრებასაც იქ გადიან.

„იურმალას შეკრებით კმაყოფილები ვართ. თავიდან სრულყოფილი დატვირთვები ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია ევრობასკეტს ტონუსში და სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

ჯერ კომბინაციების დახვეწის ვარჯიშებს ვატარებთ, მალე კი კონტაქტზეც გადავალთ. გუნდში კარგი განწყობაა და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. მალე ამხანაგური მატჩებიც გვექნება და უფრო კარგად შევთამაშდებით.

ცხადია, მიზანი ევრობასკეტზე დამაჯერებელი თამაში და ქომაგების გახარებაა“ – ამბობს გუნდის გამოცდილი კალათბურთელი დუდა სანაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული გუნდი ევრობასკეტამდე ექვს ამხანაგურ მატჩს გამართავს. პირველი დაპირისპირება კი 4 აგვისტოს ისრაელის წინააღმდეგ შედგება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი