გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო ევროპამდე მეოთხედ დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ფარგლებში მეოთხე მატჩი გამართა და მეოთხე წააგო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი ამჯერად პოლონეთში დამარცხდა – 89:94.

მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე განსხვავებული ხუთეული გაიყვანა: გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და კამარ ბოლდუინი სასტარტო შემადგენლობაში ერთად იყვნენ. მათ მხარს კახა ჯინჭარაძე და გიორგი კორსანტია უბამდნენ.

პოლონელებთან ბევრად უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე ლიეტუვასთან. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ჩვენი დღევანდელი მეტოქე ბალტიისპირელებს აშკარად ჩამოუვარდება.

თუმცა, უკეთ ვითამაშეთ შეტევაში, თორემ დაცვაში ისევ ჩანს პრობლემები. პირველი პერიოდი 26:25 მოვიგეთ. განსაკუთრებით ჩვენი მაღლები აქტიურობდნენ და ქულებს ისინი იხვეჭდნენ. მეორე მეოთხედი ბევრად უკეთესად ჩავატარეთ, ამჯერად დაცვაშიც ვიყოჩაღეთ, შეტევაშიც და დიდი შესვენების წინ რვა ქულით ვიგებდით – 51:43.

თუმცა, დიდი შესვენების შემდეგ ავირიეთ და ოთხ წუთში პოლონეთი უკვე წინ იყო – 57:56. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა, მაგრამ ბოლო მეოთხედი წინ პოლონელები უკვე ორი ქულით იგებდნენ – 68:66.

ქულა-ქულაში გაგრძელდა ბოლო მეოთხედიც, ძირითადად წინ პოლონელები იყვნენ. ბოლოს მასპინძლებმა მოუმატეს და 2.19 წუთით ადრე შვიდი ქულით დაწინაურდნენ და საქმე მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

წაგების გარდა, სხვა ცუდი ამბავიც მოხდა – ტრავმა მიიღო რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც მოედანი ცალი ფეხით დატოვა. იმედია სერიოზული არ არის და ევრობასკეტზე ითამაშებს, თორემ ისედაც არცთუ დამაჯერებელ უკანა ხაზში პრობლემები მოგვემატება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი