გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძე: მჯერა, შრომა შედეგს გამოიღებს

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები აქტიურად ემზადება ევრობასკეტ 2025-ისთვის, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად კვიპროსში ჩატარდება.

ნაკრები სხვადასხვა ქვეყნებთან მოსამზადებელ მატჩებს ატარებს, თუმცა წარმატებული შედეგებით ვერ დაიკვეხნის. თორნიკე შენგელიას გარეშე მყოფ საქართველოს ევრობასკეტამდე გამარჯვების მოპოვების შანსი დღეს პოლონეთთან აქვს.

მატჩამდე მედიასთან კომენტარი ნაკრების და ორლანდო მეჯიქის ცენტრმა, გოგა ბითაძემ გააკეთა:

“რთულია, რომ გუნდი ასე მალე შეთამაშდეს. დღეს რთული ვარჯიშები გავიარეთ, რაც შეთამაშებაში დაგვეხმარება. 

წინა მატჩში ლიეტუვას სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა, დღეს კი ასევე მაღალი დონის, მაგრამ განსხვავებული სტილის ოპონენტი გვყავს. ევრობასკეტის წინ ასეთი თამაშები კარგია, რადგან მომზადებაში გვეხმარება.

ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია და მჯერა, რომ ეს შრომა შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა ბითაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი