გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო ფინეთთან დაცვით დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა მეოთხედფინალში, მაგრამ ეს მიღწევა ვეღარ გააუმჯობესა და ფინეთთან 79:93 დამარცხდა.

მატჩი თანაბრად დაიწყო. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხანაც – მეორე. შემდეგ ჯიკიჩმა შეცვლებს მიმართა და სწორედ აქ „გადაირია“ ფინეთი. სკანდინავიელები ყველაფერს აგდებდნენ რასაც ისროდნენ და მეოთხედი 28:15 მოგვიგეს.

კიდევ უფრო ცუდი დაცვა ვითამაშეთ მეორე მეოთხედში და ფინელებმა 29 ქულა ჩაგვიგდეს, მაგრამ ჩვენც უკეთესები ვიყავით შეტევაში, 25 ქულით ვუპასუხეთ, მაგრამ დიდ შესვენებაზე მაინც სოლიდური სხვაობით ვაგებდით – 40:57.

მესამეს დასაწყისში სხვაობა 20 ქულაზეც ავიდა და დაცვა ამის შემდეგ გავამაგრეთ, შეტევაშიც კარგები ვიყავით და ბოლო მეოთხედის წინ ცხრა ქულას ვაგებდით – 62:71.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისიც ჩვენი იყო და სხვაობა ექვს ქულამდე დავიყვანეთ. თუმცა, ამის შემდეგ შეცდომებს ვუმატეთ და სხვაობა 14 ქულამდე ავარდა. საქართველომ გაიბრძოლა და ხუთი წუთით ადრე 7 ქულას ვაგებთ. თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა. გოგა ბითაძეს უკვე ხუთი პერსონალურის გამო დატოვებული ჰქონდა მოედანი, შემდეგ თორნიკე შენგელიაც მიაყოლეს და…

საბოლოოდ, 14-ქულიანი მარცხი და ევროპას ვემშვიდობებით…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი