გამოგვიწერეთ

კალათბურთი

თორნიკე შენგელია – იმედგაცრუებული, თუმცა ამაყი ვარ

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტს 1/4 ფინალში ფინეთთან მარცხით დაემშვიდობა. რიგაში, სუომელებმა ალექსანდრ ჯიკიჩის გაწრთვნილები 14 ქულიანი სხვაობით – 93:79 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

ჩვენი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია ნირწამხდარი, თუმცა ამაყია და იგივეს ფიქრობს ქართველ გულშემატკივარზეც. აი, რა თქვა მან ფინელებთან მარცხის შემდეგ:

„პირველ რიგში მინდა მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო. პარკეტზე მაქსიმუმი გავიღეთ, მაგრამ ბევრი რამ ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვსურდა. ფინელების შეჩერება გაგვიჭირდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ისინი პერიმეტრიდან ჩინებულად ირჯებოდნენ.

საკუთარი თავით უკმაყოფილო ვარ. მეტის გაკეთება შემეძლო. ვიტყვი, რომ მსაჯების გამო არ წაგვივია. კი, დაუშვეს რაღაც შეცდომები, თუმცა მარცხს მათ ვერ დავაბრალებ. მეტოქემ გვაჯობა და ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.

მართალია დავმარცხდით, თუმცა ეს იმ წარმატებას არ ცვლის, რასაც ამ ევრობასკეტზე მივაღწიეთ. კი, დღეს იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ასევე ამაყებიც. ამ დამწუხრებას სიამაყის გრძნობა ანელებს. ვამაყობ ჩემი გუნდით, სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით და ყველათი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომლებიც ამხელა გზაზე ჩამოვიდნენ, ხოლო საქართველოში ტელევიზორებთან იყვნენ მიჯაჭვულნი და გვქომაგობდნენ. გვინდოდა მსოფლიოსთვის ჩვენი ხასიათი და მებრძოლი სული დაგვენახებინა“ – აღნიშნა თორნიკე შენგელიამ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად კალათბურთი