გამოგვიწერეთ

MMA

“საქორწინო საჩუქარია ჩემგან, ძმაო”, – მერაბის საჩუქარი ალჯოს

გააზიარეთ

მერაბ დვალიშვილი და ალჯემაინ სტერლინგი UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრები არიან, იამაიკელის მიმართ თავის კეთილგანწყობას კი ქართველი არასდროს არ მალავს.

შონ ო’მალისთან მოსამზადებელ კემპში სტერლინგი ინტენსიურად იყო ჩართული და დვალიშვილს ძალიან ეხმარებოდა, რამაც შედეგიც გამოიღო – ქართველმა მეორეჯერ დაიცვა UFC-ს ქამარი.

ბრძოლის შემდგომ დვალიშვილმა განაცხადა, რომ მოგებული თანხის გაყოფას სტერლინგთან ერთად აპირებს:

“ალჯო ამ ბრძოლის მოგებაში ძალიან დამეხმარა, ის გვერდში მედგა, ამიტომ მიღებულ ბონუსს აუცილებლად გავუყოფ.

ბრძოლამდე დავპირდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში თანხას გავუყოფდი. ძმაო, ეს საქორწინო საჩუქარია ჩემგან”, – განაცხადა დვალიშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად MMA