გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

სენსაცია, უცნაური წითელი ბარათი და შეცვლილი ლიდერი

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტური ორი მატჩით დაიხურა, რომლებშიც მოვლენები მეტად საინტერესოდ, ხოლო ერთში სენსაციურადაც განვითარდა.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ერთპიროვნულმა ლიდერმა თბილისის იბერია 1999-მა შინაურ კედლებში ფოთის კოლხეთისგან მოულოდნელი მარცხი იწვნია, რაც სატურნირო ცხრილში პირველობის დაკარგვად დაუჯდა. ზღვისპირელებმა გია გეგუჩაძის შეგირდები ნიკოლას კაპანაძის და დავით ფაღავას გოლებით 2:0 დაამარცხეს.

რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, აქ კიდევ ერთი ზღვისპირული გუნდი ბათუმის დინამო გორს ეწვია და ადგილობრივ დილასთან ვერაფერს გახდა. გორელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი დაუტანეს. თავი 11 მეტრიანის ნიშნულიდან ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა და გორელთა ისრაელელმა ლეგიონერმა აბდალაჰ ხალაიჰალმა გამოიჩინეს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბათუმელები უკვე მე-13 წუთიდან მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ, როდესაც არბიტრმა უხეშობისთვის მოლდოველი ფორვარდი დმიტრი მანდრიჩენკო გააძევა, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მატჩის 66-ე წუთზე არბიტრმა წითელი ბარათი ბათუმელთა კიდევ ერთ ფეხბურთელს ლევან ხოზრევანიძეს აუფრიალა, თანაც მეტად უცნაურ სიტუაციაში. სტუმართა ახალგაზრდა ფეხბურთელს მოედანი ტრავმის გამო მცირე ხნით ჰქონდა დატოვებული და მინდორზეც მსაჯის დაუკითხავად შებრუნდა, რაც არბიტრმა არ აპატია. მასპინძლებმაც ორივე გოლი სწორედ ამის შემდეგ გაიტანეს, როდესაც ბათუმის დინამო უკვე ცხრა ფეხბურთელის ამარა დარჩა.

ამ გამარჯვებით გორის დილას 53 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში თბილისის იბერია 1999 ერთით გადაასწრო. ეროვნული ლიგის 25-ე ტური 19 და 20 სექტემბერს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი