გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ნოდარ ლომინაძის ტურის სიმბოლური

გააზიარეთ

სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ნოდარ ლომინაძე, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში თბილისის დინამოდან პორტუგალიის ეშტორილში გადაბარგდა, იქაურ ატმოსფეროს მალევე შეეგუა, დიდად არც ადაპტაცია გასჭირვებია და აგერ უკვე პორტუგალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

ეს აღიარება ქართველმა ფეხბურთელმა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურში ავს-თან გატანილი გოლით დაიმსახურა და sofascore-მაც მოედანზე მისი გარჯა 8,0 ქულით შეაფასა.

ნოდარ ლომინაძის პროგრესი აშკარაა. მან ამ ზაფხულს სლოვაკეთში გამართულ 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავად ითამაშა და პოლონეთს გოლიც გაუტანა, ეშტორილის ძირითადის ფეხბურთელადაც უყოყმანოდ იქცა და ახლახანს ბულგარეთის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებში მშვენიერი დებიუტიც ჰქონდა.

ნოდარ ლომინაძეს ეშტორილთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები