გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

სონი ლონდონს ემშვიდობება

გააზიარეთ

10 წლიანი ეპოქა დასრულებულია. ჰონგ მინ სონი ტოტენჰემის ფეხბურთელი აღარ არის. ეს ამბავი ლონდონური კლუბის ქომაგებმა თავად სამხრეთ კორეელი ფეხბურთელისგან შეიტყვეს, რომელიც პრესკონფერენციაზე ცრემლებს ვერ იკავებდა.

„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. აქ 10 წლის წინ  მოვედი და ინგლისურად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. ტოტენჰემმა მომცა ყველაფერი, რაც გუნდმა შეიძლება ფეხბურთელს მისცეს. აქედან მივდივარ ჩამოყალიბებული კაცი, რომელიც ყოველთვის ტოტენჰემის ერთგულ ქომაგად დარჩება.

ეს დღე ჩემთვის ძალიან სევდიანი, მაგრამ ვიცი გუნდის არაჩვეულებრივი გულშემატკივრები გამიგებენ. კარიერის დასრულებამდე ბევრი დრო აღარ არის და ახალი გამოწვევები მსურს“ – აღნიშნა სონმა.

სამხრეთ კორეელმა შემტევმა ტოტენჰემში 2025 წელს ევროპის ლიგა მოიგო, ისე კი ჯამში ჩატარებულ 474 მატჩში 173 გოლი გაიტანა.

სავარაუდოდ სონი კარიერას ამერიკის MLS-ში, კერძოდ ლოს-ანჯელეს გალაქსში გააგრძელებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები