გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“სად პოულობენ და რატომ ჩამოჰყავთ ასეთი სუსტი ლეგიონერები” – თენგიზ სულაქველიძე

გააზიარეთ

ქართული კლუბები – იბერია, ქუთაისის ტორპედო და გორის დილა მიმდინარე სეზონის ევროტურნირებს ნაადრევად დაემშვიდობნენ. ამ ფონზე, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, თბილისის დინამოს ვეტერანმა თენგიზ სულაქველიძემ Crystalsport-თან ინტერვიუში არსებული სიტუაცია მკაცრად გააკრიტიკა და კლუბებს პოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდა.

“მართლა ვერ ვხვდები, სად პოულობენ და რატომ ჩამოჰყავთ ისეთი სუსტი ლეგიონერები, რომელთაც ნებისმიერ საფეხბურთო სკოლაში გაზრდილი მოზარდიც კი დღეს აჯობებს. ჯობს, ამ სისუსტეში ნდობა ახალგაზრდებს გამოუცხადონ”.

სულაქველიძე ხაზს უსვამს იმას, რომ პროგრესი მაშინ მოდის, როცა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად იზრდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები:

“თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენ სხვა გზით მივაღწიეთ რაღაცას, ძალიან ცდება. 18 წლისანი ვიყავით – მე, თამაზ კოსტავა, ზაურ სვანაძე და რამაზ შენგელია – როცა ნდობა დავიმსახურეთ და გავამართლეთ კიდეც. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის ქართულ ფეხბურთში მომავალს.”

საბოლოოდ, ვეტერანი ფეხბურთელი ქართულ კლუბებს პირდაპირ და მკაფიოდ მიმართავს:

“გთხოვთ, უიმედო სუსტი ლეგიონერების ჩამოყვანის ნაცვლად, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ბიჭებს – მათ შანსი ეკუთვნით.”

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები