გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სპორტინგის მწვრთნელი: “გიორგის მიმართ სხვა მოთხოვნები გვაქვს”

გააზიარეთ

გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგში თავის დამკვიდრებას ცდილობს. თავდაპირველად, ქართველი ნახევარმცველი სათამაშო დროით ვერ გამოირჩეოდა, მაგრამ მისი სათამაშო პრაქტიკა ეტაპობრივად იზრდება.

სპორტინგის თავკაცი, რუი ბორჟესი ამბობს, რომ მას გიორგის მიმართ განსხვავებული მოთხოვნები აქვს და ამასთან შესაგუებლად ქართველს დრო სჭირდება:

“ქოჩორაშვილისგან ჩვენ ლევანტესგან განსხვავებით სხვა თვისებებს ვითხოვთ, ამასთან შესაგუებლად კი გიორგის დრო სჭირდება. გიორგი ცდილობს, გუნდელებს გაუგოს, შეეჩვიოს სპორტინგის დინამიკასა და სტილს.

ქოჩორაშვილი კარგად ვითარდება, უყვარს მოსმენა, ბევრ კითხვას მისვამს, რაც მის ადაპტაციაზე კარგად მოქმედებს, მალე გიორგისგან საუკეთესო თვისებებს ვიხილავთ”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები