გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

რომელ ადგილზე გავიდა კვარა ოქროს ბურთის სიაში?

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ოცდაათეულში კარიერაში მეორედ მოხვდა და ამჯერად გაცილებით უკეთესი შედეგი დააფიქსირა.

24 წლის ქართველი შემტევი 2023 წელსაც იყო ნომინანტებს შორის, როდესაც ნაპოლის ღირსებას იცავდა. მაშინ მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და 17-ე პოზიციაზე დასრულდა. 2025 წელს კი კვარას პროგრესი აშკარაა – პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი საბოლოო შედეგებით მე-12 ადგილზე გავიდა.

კვარას 2024/25 სეზონი (01.08.2024 – 13.07.2025):

51 ოფიციალური მატჩი ნაპოლიში და პსჟ-ში:

13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა;

საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონი;

საფრანგეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული;

საქართველოს ნაკრებში – 7 მატჩი, 2 გოლი და 2 საგოლე პასი.

მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას ცერემონიალზე დასწრება ჰქონდა დაგეგმილი, ბოლოს პარიზში ვერ ჩავიდა – მარსელის წინააღმდეგ გადადებული შეხვედრა სწორედ დღეს ჩატარდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები