გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

სპორტის ისტორიაში უდიდესი გარიგება, ანუ რონალდუს ახალი კონტრაქტი

გააზიარეთ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესის შემდგომ, კრიშტიანუ რონალდუმ ალ-ნასრისთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა.

პორტუგალიელი ვარსკვლავის ახალი კონტრაქტი არაბულ გუნდთან სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია – ის წელიწადში 492 მილიონ ფუნტს მიიღებს, თუმცა ამის გარდა, რონალდუ სხვა პრივილეგიებითაც იქნება აღჭურვილი.

ამასთან ერთად, ბრიტანული გამოცემა Sun იტყობინება, რომ რონალდუ ბონუსს მხოლოდ კონტრაქტის გახანგრძლივებისთვისაც მიიღებს, ეს დანამატი კი 38 მილიონი ფუნტი იქნება, რასაც ალ-ნასრის 15%-იანი წილიც დაემატება.

გარდა გარანტირებული ბონუსებისა, კრიშტიანუ დამატებით გასამრჯელოს ოქროს ბუცის შემთხვევაში მიიღებს (4მლნ), ხოლო თუ ალ ნასრი ჩემპიონი გახდა, რვა მილიონს დაიმსახურებს.

გარდა ამისა, კრიშტიანუს კლუბმა პერსონალური მოსამსახურეების ხარჯებიც დაუქირავა, პორტუგალიელის ოჯახს დღეში 16 ადამიანი მოემსახურება, ასევე ეყოლება ოთხი მილიონის ღირებულების პერსონალური თვითმფრინავი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები