გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პსჟ-ს პრობლემები მაიამისთან დაპირისპირებამდე – რას წერს ფრანგული პრესა

გააზიარეთ

პსჟ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც ბრწყინვალედ გამოდის. ლუის ენრიკეს გუნდმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და 1/8 ფინალში ინტერ მაიამის დაუპირისპირდება.

მატჩი ჯორჯიის შტატშია დაგეგმილი, ეს კი ფეხბურთელებისთვის პრობლემატური აღმოჩნდა. როგორც ფრანგული პრესა იტყობინება, ატლანტაში აუტანელი სიცხეა, ხოლო რთულ კლიმატურ პრობლემებს მგზავრობა და გადატვირთვა დაემატა.

აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სიცხის გამო მერსედეს ბენც არენა გადაიხურება და გაგრილების სისტემა ჩაირთვება, რაც ტემპერატურას 18-20 გრადუსამდე შეინარჩუნებს.

პსჟ მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება, ხოლო უსმან დემბელე, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ტრავმის გამო გამოტოვა, მწყობრშია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები