გამოგვიწერეთ

ტანვარჯიში

მედლების ცვენა ვარნაში

გააზიარეთ

საერთაშორისო ჩემპიონატი –  ასე ეწოდება ტურნირს, რომელიც ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იმართება და მასში ყოველთვის ათეულობით ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობენ.

ამჯერად ტურნირი ბატუტზე ხტომაში გაიმართა, რომელსაც ბულგარეთის ქალაქი ვარნა მასპინძლობდა. 15 ქვეყნის ბატუტისტებს შორის იყვნენ ქართველი ახალგაზრდა ათლეტებიც, რომლებმაც ჩინებულად იასპარეზეს და სამშობლოში ექვსი სხვადასხვა სინჯის მედლით ბრუნდებიან.

11-12 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონი გახდა და შესაბამისად მკერდი ოქროს მედლით დაიმშვენა ქრისტინე პლეხანოვმა, ხოლო შედარებით უფროს ასაკში (15-16) ცოტნე ჩხაიძემ. ეს უკანასკნელი გამარჯვებული ლუკა ლომთათიძესთან ერთად სინქრონულ ხტომებშიც გახდა.

ვერცხლის მედლებს მარიამ გაბრიაძე და მაია ბოჭორიძე დაეუფლნენ, ხოლო ლუკა ლომთათიძემ ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურ ხტომებშიც მოიპოვა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტანვარჯიში