გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდროს მოკრძალებული და ტორონტოს მარცხი

გააზიარეთ

ნბა-ს რეგულარული სეზონის დაწყებამდე სულ ცოტაღა რჩება, გუნდები კი მოსამზადებელი სტადიის ბოლო ეტაპზე არიან.

ტორონტო რაფტორსმა, სადაც სანდრო მამუკელაშვილი ირიცხება პრესეზონის ბოლოსწინა მატჩი ბოსტონში ადგილობრივ სელტიკსთან გამართა და ბოლო წამებზე 108:110 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი დაჰყო და ძალზედ მოკრძალებული შედეგი აჩვენა – ოდენ 5 ქულა მიითვალა. რაც შეეხება მოხსნებს, აქ უკეთესად გამოიყურებოდა (7) და შედეგიანი პასიც სამი დაუგროვდა. აშკარაა, რომ მამუკელაშვილს რბილად რომ ვთქვათ კარგი პრესეზონი არ აქვს და იმედი ვიქონიოთ რეგულარულის დაწყებასთან ერთად ისიც უფრო მოუმატებს.

ტორონტო რაფტორსი ბოლო მოსამზადებელ მატჩს 18 ოქტომბერს საკუთარ არენაზე ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი