გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“გაკვირვებულები ვართ, მაგრამ…” – კვარაცხელია ბოტაფოგოსთან თამაშის შემდეგ

გააზიარეთ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა — ბრაზილიის ჩემპიონმა ბოტაფოგომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი მინიმალური ანგარიშით, 0:1 დაამარცხა.

თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:

“რა თქმა უნდა, გაკვირვებულები ვართ წაგების გამო, მაგრამ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავსა და იმ შანსებზე, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. უნდა მოვემზადოთ მომავალი მატჩისთვის.

განსხვავება სერია A-სა და ლიგა 1-ს შორის? იტალიელებს საფრანგეთის ჩემპიონატზე თავისებური წარმოდგენა აქვთ, მაგრამ როცა ამ ქვეყანაში ჩავედი, დავინახე, რომ განსხვავება ამ ლიგებს შორის არცთუ დიდია. ლიგა 1-ში ყველა შეტევას ცდილობს, იტალიაში კი უფრო მეტ ყურადღებას ტაქტიკას უთმობენ. იქ მწვრთნელებისთვის მთავარი ტაქტიკაა და განსხვავება სწორედ ესაა საფრანგეთთან, სადაც ყველა ერთად უტევს და იცავს თავს.

პსჟ-ში მაქვს იმის საშუალება, რომ მეტოქის წინააღმდეგ ერთი-ერთზე ვითამაშო და ეს ძალიან მომწონს. შემიძლია თავისუფლად ვიმოქმედო, მაგრამ ამავდროულად, ამ დიდებული გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ.

რაც შეეხება მომავალ მატჩს, მთელი შეხვედრის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია და ძალიან ვეცდებით, რომ გოლი გავიტანოთ”, – ამბობს კვარა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები