გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ფორლანი ურუგვაის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

გააზიარეთ

ლეგენდარული თავდამსხმელი დიეგო ფორლანი ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მან ამ პოსტზე არგენტინელი მარსელო ბიელსა შეცვალა, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გაანთავისუფლეს.

ლეგენდარულ ფორლანს მწირი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. მას მხოლოდ ურუგვაის კლუბებში პენიაროლსა და ატენასში უმუშავია.

აი ფეხბურთელი კი გაცილებით ძლიერი იყო. ფორლანი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. სულ კი ურუგვაის ეროვნული ნაკრების მაისურით 112 თამაში აქვს ჩატარებული და 36 გოლი გატანილი. 2011 წელს ფორლანმა კოპა ამერიკა მოიგო. მან ფინალში პარაგვაისთან დუბლი შეასრულა.

საკლუბო დონეზე კი ინდეპენდიენტეს, მანჩესტერ იუნაიტედის, ვილიარეალის, მადრიდის ატლეტიკოს, მილანის ინტერის, ბრაზილიის ინტერის, ჩერეზო ოსაკას, პენიაროლის და მუმბაი სიტის ფეხბურთელი გახლდათ. კარიერა კი ჰონგ კონგის კლუბ კიტჩეში დაასრულა.
ფორლანს ატლეტიკოსთან ერთად უეფას თასი და სუპერთასი აქვს მოპოვებული. იგი ინგლისის და ჰონგ კონგის ჩემპიონია.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები