გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-ზე მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. 25 იანვარს ავთანდილ ასათიანის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება.

უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. პირველ ტურში ჩვენები მასპინძელ ლატვიასთან 0:4 დამარცხდნენ და ახლა მხოლოდ მოგება აწყობს. სხვა მხრივ ჯგუფიდან გასვლის შანსი, ფაქტობრივად, აღარ გვექნება.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს სამი ქულით ლატვია ლიდერობს; ხორვატიასა და საფრანგეთს თითო ქულა აქვთ; საქართველო კი, უქულოდაა.

მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, ალი ასლანმა გააკეთა.

„ძალიან ვამაყობ. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ოცნება იყო. ვემზადებით მეორე მატჩისთვის, ხორვატია ძალიან ძლიერი გუნდია. ვცდილობთ, შეცდომები გამოვასწოროთ და გავიმარჯვოთ, რომ ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ“.

საქართველო-ხორვატიის მატჩი 25 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები