გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

გააზიარეთ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე 18 იანვარს გაემგზავრება. 19 იანვარს კი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზე საქართველოს ღირსებას დაიცავს.

ფუტსალის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარე: თორნიკე ბუკია, ბექა ტყემალაძე (ორივე ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი);

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე, საბა ტყეშელაშვილი, ჯანიკო გიორგაია (ყველა კსუ), ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, შოთა თოფურია (ყველა ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ლევან სვანიძე (პსპ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი).

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.

ჯგუფური ეტაპის კალენდარი

21 იანვარი: ლატვია-საქართველო;

25 იანვარი: ხორვატია-საქართველო;

28 იანვარი: საქართველო-საფრანგეთი.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები