გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართველები ესპანური ცხრილის ბოლოს

გააზიარეთ

მოახლოებული სანაკრებო მატჩების წინ საინტერესოა, თუ როგორ ფორმაში არიან ქართველი კალათბურთელები, ვისაც გამოძახება ელოდება.

დავიწყოთ დუდა სანაძით, ვისაც ესპანურ მალიორკაში დებიუტი ჰქონდა და, არცთუ ურიგო. ჩვენებურმა პირველად ითამაშა და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ცუდი ისაა, რომ მისი გუნდი ალიკანტესთან უშანსოდ – 73:109 დამარცხდა.

სანაძემ არასრულ 24 წუთში 21 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. დუდამ შვიდან ხუთი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და სამიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

მალიორკა ერთი მოგების და ექვსი წაგების ბალანსით ბოლო ადგილზეა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს გიორგი კორსანტიას გიპუზკოასაც, რომელმაც მეშვიდე ტურში ზამორასთან 82:86 წააგო.

კორსანტიამ კი 17:45 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ ოთხიდან ორი ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო.

გიპუზკოა სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი