გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ქართველის გუნდელი შესაძლოა ჯეიმი ვარდი გახდეს

გააზიარეთ

იტალიური სერია A-ს ახალწვეულმა კრემონეზემ, სადაც ახალგაზრდა ქართველი მცველი დაჩი ლორთქიფანიძე თამაშობს, შესაძლოა დიდი ხმაურის ავტორი გახდეს. კლუბი აქტიურად ცდილობს 38 წლის ჯეიმი ვარდის გადაბირებას, ინგლისის ნაკრების ყოფილ ფორვარდს, რომელმაც ლესტერ სიტისთან ერთად პრემიერ ლიგა მოიგო.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კრემონეზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ  ვარდის გამოცდილება უნდს სერია A-ში დამკვიდრებაში დაეხმარება.

გავრცელებული ცნობებით, კრემონეზე პარალელურად მარსელის ახალგაზრდა შემტევს, ფარის მუმბანიასაც აკვირდება.

ვარდი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

გასული სეზონი კი მან 36 შეხვედრაში 10 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით დაასრულა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი