გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქართველების კაირატი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

გააზიარეთ

ყაზახეთის ჩემპიონმა კაირატმა ისტორიული წარმატება მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ალმატელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხივე ეტაპი წარმატებით გადალახეს.

განსაკუთრებით დრამატული აღმოჩნდა პლეი-ოფი შოტლანდიის ჩემპიონ სელტიკთან. ორივე შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, გადამწყვეტი კი პენალტების სერია გახდა, სადაც ყაზახებმა 3:2 იმარჯვეს. მეკარე თემირლან ანარბეკოვმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა და სამი დარტყმა მოიგერია.

კაირატის გზაზე უკვე დამარცხდნენ სლოვენიის ოლიმპია, ფინეთის კუპსი, სლოვაკეთის სლოვანი და ბოლოს სელტიკი.

ქართველებისთვის სიახლე განსაკუთრებულია: გუნდის შემადგენლობაში ორი ჩვენი თანამემამულეა. გიორგი ზარია ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ლუკა გადრანი კი სელტიკთან მინდორზე არ გამოჩენილა და სათადარიგოთა შორის დარჩა.

ალმატელთა კლუბი ისტორიაში პირველად აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში და მხოლოდ მეორე ყაზახური გუნდი გახდა, რომელმაც ეს შედეგი დააფიქსირა. პირველი ასეთი გუნდი 2015-2016 წლების სეზონში ასტანა იყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები