გამოგვიწერეთ

ძალოსნობა

ქართველი ძალოსნები დოპინგის გამო დაისაჯნენ

გააზიარეთ

9 ოქტომბერს, ძალოსანი რევაზ დავითაძე (94კგ), ნორვეგიაში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ შეჯიბრებიდან მოხსნეს. ამასთან, ეს უკვე მეორედ მოხდა.

როგორც საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია წერს, საქმე ეხება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებას, რომელმაც შეცვალა ქართველი ძალოსნების, რევაზ დავითაძისა და გურამ გიორბელიძის მიმართ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს GADA-ს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და ორივე სპორტსმენს  ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია იმასაც წერს, რომ გააგრძელებს ბრძოლას სპორტსმენთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად და სამართლიანობის აღსადგენად.

როგორც გითხარით, ორივეს სასჯელი ოთხწლიანია, მაგრამ სხვადასხვა დროით თარიღდება: დავითაძე ფიცარნაგს 2029 წლის 29 სექტემბრამდე ვერ დაუბრუნდება, გიორბელიძე – 2028 წლის 3 სექტემბრამდე.

ასევე CAS-ის გადაწყვეტილების შემდეგ, დავითაძე 2024 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და 2025 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულებს დაკარგავს.

გიორბელიძე კი, ახალგაზრდებს შორის 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალსა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლს…

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ძალოსნობა