გამოგვიწერეთ

სხვა...

მსოფლიოზე ახალი სახეებით

გააზიარეთ

ბოლო დეკადაში, ძალოსნობაში, მაღალი რანგის ტურნირებზე, იქნებოდა ეს ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატები ან ოლიმპიური თამაშები მხოლოდ უმაღლესი სინჯის მედლებზე რომ ვფიქრობდით სპორტის ქართველ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება.

ამის საფუძველს კი ლეგენდარული ძალოსანი ლაშა ტალახაძე გვაძლევდა, რომელმაც ოლიმპიური თამაშები ზედიზედ სამჯერ მოიგო, აღარაფერს ვამბობთ კონტინენტისა და პლანეტის  პირველობებზე.

ეს მცირე შესავალი კი იმად დაგვჭირდა, რომ 2 ოქტომბრიდან ნორვეგიის პატარა ქალაქ ფიორდეში სტარტს აიღებს ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, სადაც საქართველო შეიძლება ითქვას ახალი სახეებით და სამი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის რჩევა-დარიგებებით ფიორდეს ფიცარნაგზე ძალებს მოსინჯავენ გოდერძი ბერდელიძე (60კგ), რევაზ დავითაძე (94 კგ) და ბაქარ თურმანიძე (+110 კგ).

ქართველი ძალოსნები ტურნირში 3 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სხვა...