გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართული დერბი ისლანდიაში

გააზიარეთ

ისლანდიის საკალათბურთო ჩემპიონატში „ქართული დერბი“ შედგა. ალფტანესის შემადგენლობაში პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა რატი ანდრონიკაშვილმა, ხოლო მეტოქის, რეიკიავიკის შემადგენლობაში ცოტნე ცარციძე გაისარჯა. რეიკიავიკმა 97:86 მოიგო.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა: ანდრონიკაშვილმა 27 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. რატიმ ექვსიდან ორი ორქულიანი და ხუთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო; ცარციძემ კი, 33 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ცოტნემ რვიდან სამი ორქულიანი, სამიდან ერთი სამქულიანი და ხუთივე საჯარიმო ჩააგდო.

რეიკიავიკსა და ალფტანესს იდენტური ბალანსი აქვთ – 4 მოგება და ხუთი მარცხი. სატურნირო ცხრილში გუნდები მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი