გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძის რვიანები, მამუკელაშვილის სამიანები

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ისე მოხდა, რომ ორივე ქართველის გუნდი საქმეში ვნახეთ.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა და საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ შარლოტ ჰორნეტსთან მოულოდნელად წააგო – 86:111.

მამუკელაშვილმა მოედანზე 15:48 წუთი გაატარა და სხვა მატჩებთან შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა: 3 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება. მამუმ სამი ორქილიანიდან და ორი საჯარიმოდან ზუსტად ერთხელ ისროლა, ხოლო სამქულიანი ააცილა. მისი მოედანზე ყოფნის დროს კანადელებმა 17 ქულა წააგეს.

ტორონტო 15 მოგებითა და ცხრა წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი, 7 დეკემბერს, ბოსტონ სელტიქსთან ელის.

სამაგიეროდ მოიგო გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა. „ჯადოქრებმა“ საკუთარ მოედანზე მაიამი ჰიტის 106:105 აჯობეს და ცხრილში გაუთანაბრდნენ.

გოგას სათამაშოდ 20:29 წუთი ერგო, რა დროშიც გუნდს 8 ქულა, 8 მოხსნა, თითო პასი და დაფარება შესძინა. ბითაძემ ოთხიდან სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი არ უსვრია. მისი მოედანზე ყოფნისას კი, ორლანდომ 11 ქულით მეტი ჩააგდო.

ორლანდო 14 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, ასევე 7 დეკემბერს, ნიუ იორკ ნიქსთან სტუმრად ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი