გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქართულ დერბიში შერმადინი MVP გახდა

გააზიარეთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში „ქართული დერბი“ შედგა – თორნიკე შენგელიას ბარსელონამ გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა და 82:89 დამარცხდა.

ორივე ჩვენებური სასტარტო ხუთეულში იყო, რომელთაგან შერმადინი MVP გახდა. გიორგიმ 21:03 წუთი ითამაშა გუნდს 14 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა. „შერმომ“ 10 ორქულიანიდან ექვსი ჩააგდო, რასაც ორივე ზუსტი საჯარიმო დაუმატა. მისი მოედანზე ყოფნის დროს კი ტენერიფემ შვიდი ქულით მეტი ჩააგდო. ეს ფერნანდესთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ხოლო ქულები ყველაზე მეტი.

თოკოს კი თამაში ჩაუვარდა – 22:17 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შენგელიამ შვიდიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ოთხიდან ერთი საჯარიმო. ასევე არაზუსტად ისროლა სამქულიანი. მისი მოედანზე ყოფნისას ბარსამ 16 ქულა წააგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ პანტერს (-17) „აჯობა“.

მესამე ადგილზე მყოფ ბარსელონას 12 მოგება ხუთი მარცხი აქვს, ხოლო მეშვიდე ადგილზე მყოფ ტენერიფეს 10 მოგება შვიდი მარცხი. ამ შედეგებით ორივე გუნდი სამეფო თასზეც ითამაშებს. მომდევნო ტურში ბარსელონა მურსიას ესტუმრება, ხოლო ტენერიფე ბასკონიას უმასპინძლებს.

ბელგიისა და ნიდერლანდების გაერთიანებულ ლიგაში ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა პოტენციურმა კანდიდატმა ალექს მერკვილაძემ, რომლის ოსტენდე ზვოლეს ესტუმრა და 89:63 გაიმარჯვა.

მერკვილაძემ მოედანზე 22:39 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 4 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოუტანა.

ოსტენდე 15 მოგებითა და ორი მარცხით გაერთიანებული ლიგის ლიდერია, მომდევნო ტურში კი LWD ბასკეტს მასპინძლობს.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად კალათბურთი