გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ქორქია-საკანდელიძის მემორიალს დიღომი უმასპინძლებს

გააზიარეთ

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირი 9-15 იანვარს გაიმართება. ტურნირი ტრადიციულია, 2006 წლიდან ტარდება და წელს ოცდამეერთედ გათამაშდება. მემორიალის ყველა მატჩი, ჯგუფური ეტაპისა და ფლეი ოფის ჩათვლით, თბილისში, დიღმის არენაზე ჩატარდება.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობას სუპერლიგის ცხრა გუნდი მიიღებს. მემორიალში მონაწილეობაზე უარი ბათუმმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა განაცხადეს. გუნდები სამ ჯგუფში პირველი წრის შედეგად ცხრილში დაკავებული ადგილების გათვალისწინებით გადანაწილდნენ.

A ჯგუფში თავი ვსა-მ, გორის ივერიონმა და რუსთავმა მოიყარეს; B ჯგუფში თსუ-მ, ტყიბულის ორბმა და თბილისის რაშმა; C ჯგუფი კი, ზესტაფონის მარგვეთმა, ქუთაისმა და გურჯაანის დელტამ შეავსეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და პლუს საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

ნახევარფინალში გუნდები ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდებიან. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი უარესს შეხვდება. მეორე შედეგის მქონე კი – მესამეს. ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 9, 10 და 11 იანვარს გაიმართება, 13-ში ნახევარფინალებია, ხოლო 15 იანვარს ფინალი გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი