გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“შაბათს შეგხვდებით” — დე ხეა ოლდ ტრაფორდზე ბრუნდება!

გააზიარეთ

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი პირველი ნომერი, დავიდ დე ხეა ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდება. კვირის ბოლოს, ესპანელის ამჟამინდელი გუნდი, ფიორენტინა ინგლისურ გრანდს დაუპირისპირდება.

შაბათს, 9 აგვისტოს, მანჩესტერსა და ფიორენტინას შორის წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის შეხვედრა გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დე ხეა “ოცნებათა თეატრში” ითამაშებს მას შემდეგ, რაც მან კლუბი დატოვა.

“შაბათს შეგხვდებით” — მიმართა ესპანელმა მეკარემ ინგლისელ ქომაგს სოციალურ ქსელში, პლატფორმა X-ზე.

შეიძლება ითქვას, დე ხეას არ მიეცა შესაძლებლობა გულშემატკივარს პირადად დამშვიდობებოდა, ამიტომ შაბათის დაპირისპირება გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. 9 აგვისტოს, ოლდ ტრაფორდზე გულთბილ დახვედრას უნდა ველოდოთ — 50 ათასზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქომაგები გუნდში ესპანელის ნაცვლად მისული ანდრე ონანას პეფორმანსით უკმაყოფილონი არიან და კარის ყოფილი დარაჯი ენატრებათ.

დე ხეას 12-წლიანი მანჩესტერული კარიერა 2023 წელს დასრულდა, მას შემდეგ რაც კლუბთან დადებულ კონტრაქტს ვადა გაუვიდა. მისი ბოლო შეხვედრა “წითელი ეშმაკების” რიგებში ასოციაციის თასის ფინალში, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ იყო, სადაც ქალაქელებმა იმარჯვეს. ფიორენტინაში გადასვლამდე კი 34 წლის ესპანელმა ერთი წელიწადი სპორტისგან სრულიად დაისვენა…

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი