გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გვარდიოლა: “ფიზიკურად თავს 75 წლის მოხუცად ვგრძნობ, დროა…”

გააზიარეთ

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი სამწვრთნელო მომავლის შესახებ გულახდილი განცხადება გააკეთა და დაანონსა, რომ კარიერაში პაუზის დრო დადგა.

“უნდა გავჩერდე, საკუთარ თავთან დრო გავატარო, ცხოვრების გზას თვალი გადავავლო და გარკვეული პერიოდი გავთავისუფლდე მწვრთნელობისგან. ეს შესვენება შეიძლება იყოს ერთწლიანი, ორწლიანი, ან სულაც დაუსრულებელი — იმდენად, რომ საერთოდ აღარ დავბრუნდე პროფესიონალურ ფეხბურთში,” – აღნიშნა გვარდიოლამ.

ცნობილმა სპეციალისტმა ყურადღება ფიზიკურ და მენტალურ დატვირთვაზეც გაამახვილა:

“ამ ეტაპზე თავს 75 წლის კაცივით ვგრძნობ. არ ვიცი, ფსიქოლოგიური ტესტი რომ გავიარო, რა ასაკს ჩამიწერდა… ალბათ, შორს ვერ წავიდოდა იმ რეალობიდან. ერთმა ჩემმა ბაბუამ ოდესღაც თქვა – ‘მიყურეთ ისე, როგორც ძროხები უყურებენ მიმავალ მატარებელს’, სწორედ ასეა ჩემი მდგომარეობაც ახლა.”

კატალონიელმა მწვრთნელმა კარიერაში გატარებულ პერიოდსაც გადახედა:

“ესპანეთში, გერმანიასა და ინგლისში უმდიდრესი წლები მქონდა. არ ვწუწუნებ – პირიქით, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც გადავიარე. მაგრამ ახლა მივხვდი, რომ დროა საკუთარ ჯანმრთელობასა და შინაგან სიმშვიდეს მივხედო. ხშირად მეკითხებიან, რა მელის მომავალში, რას ვაპირებ „სიტის“ შემდეგ… პასუხი მარტივია – გეგმაში მხოლოდ ერთი რამ მაქვს: გაჩერება.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი