
შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა, 2025-26 წლების ჩელენჯ თასის მეორე ტურში ირლანდიაში, ქონოთთან გასამართი მატჩისთვის, 23-კაციან განაცხადში სამი ცვლილება განახორციელა.
„ავჭალაზე“ ფრანგული ტოპ 14-ის მონპელიესთან (13:24) მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა და შერკინების მესამე ხაზში მარქაფიდან ლაშა ციხისთავი დაწინაურდა.
დანარჩენმა მორაგბეებმა დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნეს: შერკინების პირველ ხაზში ნიკოლოზ ხატიაშვილს, ირაკლი ქვათაძეს და კახაბერ დარბაიძეს ვიხილავთ; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან მიხეილ ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება; მესამე ხაზში ციხისთავთან ერთად გიორგი ცუცქირიძე და გიორგი სინაურიძე დადგებიან.
ღერძზე თამაშს თენგიზ პერანიძე და ლუკა ცირეკიძე იწყებენ; ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემურ თაფლაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე შალვა აფციაური და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი ლუკა თაყაიშვილია.
ქოქრილმა მარქაფაში ამჯერად ხუთი მორკინალი და სამი ხაზის მოთამაშე დააყენა. წინა თამაშის შემდეგ აქ ორი ცვლილებაა და ჩელენჯ თასზე დებიუტი მეორეხაზელ გურამ ღანიაშვილსა და ცენტრ ზაურ ლუტიძეს ექნებათ. კვლავ მარქაფაში არიან კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯები ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი და ფრთა ალექსანდრე თოდუა.
ქონათთან მატჩის წინ მოკლე კომენტარი გუნდის კაპიტანმა მიხეილ ბაბუნაშვილმა გააკეთა.
„მონპელიესთან თამაშის შემდეგ კვირა დღე აღდგენას დავუთმეთ, ორშაბათს კი, მატჩი ხელახლა დეტალურად გავიარეთ და დაშვებული შეცდომები გავაანალიზეთ. განვლილმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ შანსი ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გვაქვს. მოლოდინი ერთია – გამარჯვება, ხოლო დანარჩენს თამაშის მერე ვნახავთ“, – განაცხადა ბაბუნაშვილმა.
შავი ლომის შემადგენლობა:
ხაზი: ლუკა თაყაიშვილი, აკაკი ტაბუცაძე, დემურ თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, შალვა აფციაური, ლუკა ცირეკიძე, თენგიზ პერანიძე;
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ირაკლი ქვათაძე, კახაბერ დარბაიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე, გიორგი სინაურიძე;
მარქაფა: შალვა მამუკაშვილი, ვასილ კაკოვინი, გიორგი ჩხარტიშვილი, გურამ ღანიაშვილი, გიორგი კერვალიშვილი; გიორგი სპანდერაშვილი, ზაურ ლუტიძე, ალექსანდრე თოდუა.
ქონოთისა და შავი ლომის მატჩი 13 დეკემბერს, გალვეის „დექსქომ სთედიუმზე“ 00:00 საათზე დაიწყება.
იხილე მეტი
-
ევროტურნირები
/ 1 საათის agoკვარაცხელია და პსჟ დოჰაში მეექვსე ტიტულს შეუტევს
გააზიარეთ17 დეკემბერს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალია და გამარჯვებულია ვინაობას ევროპის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი პარი სენ-ჟერმენი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 4 საათის agoბრონკანი თუ აზემა – საქართველო მწვრთნელის მოლოდინშია
გააზიარეთრამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ფრანგული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად პიერ-ანრი ბრონკანი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ლეგიონერები
/ 5 საათის agoრიჩარდ ქოქრილი საქართველოს აღარ გაწვრთნის
გააზიარეთ54 წლისინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი