გამოგვიწერეთ

MMA

შედგება თუ არა ხელახალი ბრძოლა ნურმაგომედოვთან – მერაბის პასუხი

გააზიარეთ

მერაბ დვალიშვილი თბილისშია, მან გუშინ პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა, მათ შორის სამომავლო გეგმებზეც.

დვალიშვილმა შონ ო’მალი უკვე ორჯერ დაამარცხა, ერთხელ კი უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, საბოლოოდ კი ქამრის დაცვა ორჯერ შეძლო.

კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის რუს მებრძოლთან ხელახალ ბრძოლას, მერაბმა განაცხადა, რომ ეს მის გეგმებში არ შედის:

“უმართან ხელახალი ბრძოლა არ განიხილება, რადგან მან ჯერ ჩემამდე 1 ბრძოლა უნდა მოიგოს. პირველი ბრძოლაც ხაბიბის გავლენით შედგა, დანარჩენს კი ვნახავთ. ვინც მზად იქნება, მას დავუპირისპირდები, ახლა ალბათ ყველაზე მეტად ამას კორი სენდჰოგენი იმსახურებს და თუ ტრავმას არ მიიღებს, შევხვდები კიდეც”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად MMA