გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

შევიდა და გაიტანა

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში  სენტ-ეტიენმა  პოს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით – 6:0 დაჯაბნა.

სენტ-ეტიენთან დაკავშირებით კი ჩვენთვის საინტერესო ზურიკო დავითაშვილის ამბავია, რომელიც რატომღაც სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა. იმ დროს კი ანგარიში უკვე მასპინძელთა სასარგებლოდ 5:0 იყო.

სასიხარულოა, რომ მინდორზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ქართველმა შემტევმა გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მეხუთე გოლია. მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, დავითაშვილმა საკმაოდ მაღალი შეფასება – 7.6 ქულა დაიმსახურა.

12 ტურის შემდეგ  სენტ-ეტიენი 23 ქულით მეორე ადგილზეა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი