გამოგვიწერეთ

კალათბურთი

შერმადინი ორიათასიანთა კლუბში შევიდა

გააზიარეთ

გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესაში რეკორდებსა თუ დასამახსოვრებელ სტატისტიკებს აგროვებს. მეშვიდე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფე სტუმრად ვალენსიასთან 79:96 დამარცხდა.

ჩვენებურმა 22 წუთში 11 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა ექვსიდან ოთხი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, 13-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში შერმადინმა მეოთხე მოხნა ქართველის ცენტრისთვის 2000-ე გამოდგა.

ტენერიფე ხუთი მოგებითა და ორი მარცხით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, 23 ნოემბერს, სტუმრად სარაგოსასთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი